Monday, September 16, 2013

პროექტი-როგორ გადავარჩინოთ სოფელი

პროექტის სახელი:  როგორ გადავარჩინოთ  სოფელი
პროექტის  მოკლე  აღწერა:  სოფლის მდებარეობის განსაზღვრა,  მისი დახასიათება  სხვადასხვა  კუთხით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური  და   ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა.
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები გამოიკვლევენ სოფლის თავდაპირველ  სახელწოდებას და დაადგენენ,  რატომ ეწოდა სოფელს ნინოშვილი, შეისწავლიან სოფლის ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს, დაადგენენ  მოსახლეობის რაოდენობას, მათი დასაქმების ტიპებს. შეისწავლიან  ყველაზე მეტად გავრცელებულ გვარებს, გამოიკვლევენ  სოფელში დაბადებულ წარმატებულ ადამიანებს, დაადგენენ  უხუცეს ადამიანებს. შეისწავლიან  სოფელში შემავალი კუთხეების  (ყელა, დაბლა ყელა, ანჯიეთი,ბულხაური,საბუე) თავისებურებებს,  მათი სახელების წარმომავლობას. დააზუსტებენ  სოფლის მდინარეების სახელებს, გადაიღებენ  სურათებს. მოიძიებენ სოფელში არსებულ ეკოლოგიურ  და ეკონომიკურ პრობლემებს და მათ კავშირს  მოსახლეობის მიგრაციასთან.
 მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები:სექტემბერი,ოქტომბერი.
პროექტის შესაძლო აქტივობები: გამოკითხვების ჩატარება,  კვლევები, ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა მეთოდებით.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიას, ტრადიციებს, შეისწავლიან ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, გაერკვევიან სოფლის პრობლემურ საკითხებში. დაადგენენ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის მთავარ მიზეზებს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან?საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია,ისტ.